„ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა 2019 წლის იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს
„ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა 2019 წლის იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს

ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალისტებმა 2019 წლის იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

კომპანია მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ბუნებრივი აირის ნამწვი ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია.

„შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით ჯამში დარღვევის 69 133 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლებმა 2019 წელს, მხოლოდ იანვარში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს“,  – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციაში.