კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კომპანიის სპეციალისტების ან კონტრაქტორის მიერ ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას, კატეგორიულად იკრძალება მათთან ნებისმიერი პირდაპირი ფინანსური გარიგება ან შეთანხმება (ე.წ. ფულის ხელზე მიცემა).
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სამუშაოები უნდა შეთანხმდეს რაიონულ სერვის ცენტრში ან სათაო ოფისთან. შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდა კი ხორციელდება მხოლოდ სერვის ცენტრებში ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ პირდაპირი გარიგება და კომპანიის გვერდის ავლით სამუშაოების შესრულება ისჯება კანონით. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოებაზე პასუხს არ აგებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას მიმართავს, ნებისმიერი მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდნენ კომპანიას ნომერზე 2 40 40 04.