კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, უცნობი პირები მათი სახელით კვლავ რეკავენ და ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას სთხოვენ. ამასთან, გარკვეულ ფასად სთავაზობენ დეტექტორების მონტაჟს.
„უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ CH4-ს დეტექტორების მონტაჟს. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას კავშირი არ აქვს და ეს ადამიანები არ არიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს CH4-ს დეტექტორების მონტაჟს.
ნებისმიერი მსგავსი შინაარსის ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. ასევე ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2404004 , 24 საათის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ამასთან დაკავშირებით განცხადება 13 მარტს გაავრცელა.