კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით უცნობი პირები რეკავენ და მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფომაციას. ამასთან, მომხმარებლებს გარკვეულ ფასად სთავაზობენ CH4-ს დეტექტორების მონტაჟს.
„გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფომაციას. ასევე ინტერესდებიან იყვნენ თუ არა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზგაყვანილობის შემოწმებაზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.
უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ CH4-ს დეტექტორების მონტაჟს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს და ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, ეს კანონის უხეში დარღვევაა. ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.