ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი „აჭარა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი კომპანია „აჭარა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს.
„დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ვერტმფრენი ავიატორი. უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.
კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.
„აჭარა ჯგუფი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან“, – ნათქვამია „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში.
ყაზბეგში სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი დღეს ჩამოვარდა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი.