ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.