ყაზბეგში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ყაზბეგში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ყაზბეგის 29-ე ოლქის მეექვსე უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.

ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმა სოფელ სიონში მისცა. მან ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

10:00 საათის მონაცემებით, ყაზბეგის ოლქში ხმა 357-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 6,72 %ია.

საოლქო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარღვევები არ დაფიქსირებულა. მათივე ცნობით, ამ დრომდე მხოლოდ ერთი შენიშვნა დაიწერა.

ყაზბეგის 29-ე ოლქში სულ 5313 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გახსნილია 10 საარჩევნო უბანი.