შემოსავლების სამსახური - გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს, ბოლო ათ დღეში შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება
შემოსავლების სამსახური - გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს, ბოლო ათ დღეში შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო ათი დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აცხადებენ უწყებაში.