ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჯომარტ ტოკაევამა, სენატის სპიკერის პოზიციაზე მაულიენ აშიმბაიევი დანიშნა, რაც ნიშნავს, რომ ტოკაევის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევეაში მის ადგილს სწორედ აშიმბაიევი დაიკავებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მაულენ აშიმბაევი პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილს, დარიგა ნაზარბაევას სპიკერის პოზიციაზე შეცვლის. თავის მხრივ, აშიმბაევის პოზიციას, დაურენ აბაიევი, ინფორმაციისა და სოციალური საკითხების მინისტრი დაიკავებს.
ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი, დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 2 მაისს გაათავისუფლეს. დარიგა ნაზარბაევის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ნურსულთან ნაზარბაევი ახლაც ინარჩუნებს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარისა და ნურ ოტანის პარტიის ლიდერის პოზიციებს.