პიოტრ ტოლსტოი – ყველა ელოდება უკრაინის საკითხის დასრულებას და თუ არ დავხურავთ უკრაინის თემას, მაშინ გვექნება პრობლემები ყაზახეთთან, სომხეთთან და გარშემო მყოფ სხვა ქვეყნებთან

20:44, 31.05.2024

ყველა, უბრალოდ, ელოდება, როგორ დასრულდება უკრაინის საკითხი და თუ არ დავხურავთ უკრაინის თემას, მაშინ გვექნება პრობლემები ყაზახეთთან, სომხეთთან და ჩვენ გარშემო მყოფ სხვა ქვეყნებთან, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.

რუსი დეპუტატის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ყაზახეთის ქალაქი ალმათი არის ქალაქი ვერნი – რუსული კაზაკთა ციხე.

„ნახეთ, რა ხდება დღეს ყაზახეთში გარკვეული ყაზახური სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით, როგორი ეროვნული მითოლოგია ყვავის იქ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ლათინურ ანბანზე გადასვლასთან დაკავშირებით. იქ ბევრი საინტერესო რამ ხდება“, – განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.

მსგავსი