პიოტრ ტოლსტოი - ყველა ელოდება უკრაინის საკითხის დასრულებას და თუ არ დავხურავთ უკრაინის თემას, მაშინ გვექნება პრობლემები ყაზახეთთან, სომხეთთან და გარშემო მყოფ სხვა ქვეყნებთან
ყველა, უბრალოდ, ელოდება, როგორ დასრულდება უკრაინის საკითხი და თუ არ დავხურავთ უკრაინის თემას, მაშინ გვექნება პრობლემები ყაზახეთთან, სომხეთთან და ჩვენ გარშემო მყოფ სხვა ქვეყნებთან, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.
რუსი დეპუტატის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ყაზახეთის ქალაქი ალმათი არის ქალაქი ვერნი – რუსული კაზაკთა ციხე.
„ნახეთ, რა ხდება დღეს ყაზახეთში გარკვეული ყაზახური სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით, როგორი ეროვნული მითოლოგია ყვავის იქ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ლათინურ ანბანზე გადასვლასთან დაკავშირებით. იქ ბევრი საინტერესო რამ ხდება“, – განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.