ყაზახეთში ევროკავშირის ელჩი - „შუა დერეფნის” საკოორდინაციო პლატფორმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება
ყაზახეთში ევროკავშირის ელჩი - „შუა დერეფნის” საკოორდინაციო პლატფორმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

„შუა დერეფნის“ საკოორდინაციო პლატფორმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება, – ამის შესახებ ყაზახეთში ევროკავშირის ელჩმა, კესტუტის იანკაუსკასმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, საკოორდინაციო პლატფორმა მარშრუტის ყველა მონაწილის უკეთესად დასაკავშირებლად არის საჭირო.

კესტუტის იანკაუსკასის განცხადებით, „შუა დერეფნის“ ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, მის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს უწყვეტი მიწოდება და ეს ეხება არა მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებს, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს.

ყაზახეთში ევროკავშირის ელჩის თქმით, „შუა დერეფანი“ არის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისთვის, ასევე საქონლის ტრანზიტისთვის ჩინეთსა და ევროპას შორის უფრო სწრაფად, ვიდრე საზღვაო გზით.