ყაზახეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა. ინფორმაცია ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ვალი 2,3 მილიონი დოლარით შემცირდა. დაზუსტდა დარჩენილი თანხის გადახდის ვადა – მას საქართველო 2017-2025 წლებში დაფარავს.
საქართველოს მთავრობას ყაზახეთის ვალი 1992-1993 წლების შემდეგ აქვს. მაშინ თანხა ეროვნულმა ბანკმა ისესხა, თუმცა ის სახელმწიფო კრედიტად გადაფორმდა. მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და მხოლოდ 2016 წელს დასრულდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საიტზე ყაზახეთის წინაშე ვალის მოცულობად 22,791 მილიონი დოლარია მითითებული.