ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი საგარეჯოდან თელავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს
ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი საგარეჯოდან თელავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძე საგარეჯოს პოლიციიდან თელავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

დაკავებულს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ.

85 წლის მამაკაცს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.

ადვოკატ ირინა იჩუკაიძეს თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულის  ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასარკვევად, შემდეგ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.