წყნეთში, სკოლასთან ახლოს 12 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
ავარიის შედეგად ბავშვი მსუბუქად დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, ავტომობილი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს ემსახურება.
ავარიის დროს მანქანაში მინისტრიც იმყოფებოდა. მძღოლს ავტოტესტიც ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის ნასვამი არ ყოფილა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.