წყნეთში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
წყნეთში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შვიდი პაციენტიდან ექვსი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც პირველი არხს კლინიკაში განუცხადეს, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

„მოყვანილია ექვსი პაციენტი, რომელთაგან ბავშვი არც ერთი არ არის. ხუთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი, მძიმეა. ამ დროისთვის გრძელდება პაციენტების გამოკვლევა. სავარაუდოდ, პაციენტების ნაწილი დღესვე გაეწერება ​ბინაზე. ამ დროისთვის არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა,ირაკლი ფირცხალაიშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში დილით მოხდა. თბილისიდან მიმავალი ყვითელი ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.