მძღოლის თქმით, ავტობუსს, რომელიც წყნეთში ხეებს შეეჯახა, ტექნიკური ინსპექტირება გავლილი ჰქონდა [ფოტო]
მძღოლის თქმით, ავტობუსს, რომელიც წყნეთში ხეებს შეეჯახა, ტექნიკური ინსპექტირება გავლილი ჰქონდა [ფოტო]

საქალაქო ავტობუსის მძღოლი, რომელიც წყნეთში ავარიაში მოყვა, ამბობს, რომ შემთხვევა სავარაუდოდ მუხრუჭის გაუმართაობის გამო მოხდა. მძღოლის თქმით, ავტობუსს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი ჰქონდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში დილით მოხდა. თბილისიდან მიმავალი ყვითელი ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

​ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.