დღეს, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზა გაიხსნება. ღონისძიებას, რომელიც 10:30 საათზე დაიწყება, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიყო, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28 მილიონ ლარს სცდება.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.