წყნეთი-ბეთანიის გზა 29 ივნისს გაიხსნება
წყნეთი-ბეთანიის გზა 29 ივნისს გაიხსნება

წყნეთი-ბეთანიის გზა 29 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. ფონდში აღნიშნავენ, რომ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დანგრეული გზის აშენებას 14 თვე დასჭირდა და თითქმის 26 მილიონი ლარი დაჯდა.

ბოლოს გზის გახსნა მიმდინარე წლის 13 ივნისს, სტიქიის სამი წლის თავზე იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, წვიმიანი ამინდის გამო, გზის გახსნა რამდენიმე კვირით გადაიდო. ამჟამად მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითად სამუშაოებს კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებ. კომპანიის ხელმძღვანელის პაატა ტრაპაიძის განცხადებით, სამუშაოები მაღალ დონეზეა შესრულებული, რაც გარანტიას იძლევა, რომ კონსტრუქციები არ დაინგრევა – კერძოდ, პირველად საქართველოში მოეწყო უსაფრთხოების ბარიერები, რაც დიდი ძალის დარტყმას უძლებს. მთის ზემო ნაწილში კი დაიდგა სენსორები, რომლებიც მთაში მიმდინარე გეოლოგიურ პროცესებს აფიქსირებს და შესაბამისი და სიგნალის შემთხვევაში გზა სიგნალით ჩაიკეტება.