წყნარ ოკეანეში ტროპიკული შტორმი „უილლა" მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა
წყნარ ოკეანეში ტროპიკული შტორმი „უილლა” მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალი მექსიკის დასავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა და ამჟამად ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 185 კმ/სთ-ს აღწევს.
სინოპტიკოსების ცნობით, „უილლა“ მექსიკის სანაპიროს სამშაბათს დაატყდება თავს.