წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში რამდენიმე ბავშვი მოიწამლა.
როგორც 1Tv.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გეგუთში გაემგზავრა მათი წარმომადგენელი პაატა იმნაძე, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნობა და მედიისთვის კომენტარს 12:00 საათზე გააკეთებს.
ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერ უცნობია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პაატა იმნაძე ჟურნალისტებისთვის განცხადებას გააკეთებს.