მარტვილის ერთ-ერთ საბავშო ბაღში 16 აღსაზრდელი მოიწამლა
მარტვილის ერთ-ერთ საბავშო ბაღში 16 აღსაზრდელი მოიწამლა

მარტვილში, ერთ-ერთ საბავშო ბაღში 16 აღსაზრდელი მოიწამლა. მომხდარის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაციას  მარტვილის მერიაში უდასტურებენ.

ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ბავშვების მოწამვლის მიზეზი ჯერ უცნობია.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. მათი ცნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში შევიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

დატოვე კომენტარი