წყალტუბოში ინფიცირებული პირის 11 კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
წყალტუბოში ინფიცირებულ პირთან უშუალო შემხებლობაში მყოფ 11 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის.
„რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქი კვლავ ჩაკეტილია. საკონტროლო-გამშვები პუნქტები აგრძელებენ მოქალაქეების შემოწმებას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს გუშინ დაუდგინდა.