კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაუდგინდა, წყალტუბოში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაუდგინდა, წყალტუბოში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

პაციენტი, რომელსაც ქუთაისში ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა „ლიბერთი ბანკის“ მოლარესთან, შესაბამისად, არ არის გამორიცხული მუნიციპალიტეტის მერიისა და„ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

წყალტუბოში მუშაობა უკვე დაიწყეს ეპიდემიოლოგებმა.