წყალტუბოში ინფიცირების შემთხვევის გამო, კარანტინში 11 პირია გადაყვანილი, ორი მოქალაქე კი თვითიზოლაციაში იმყოფება
ქალაქ წყალტუბოში ინფიცირების შემთხვევის გამო, კარანტინში 11 პირია გადაყვანილი, თვითიზოლაციაში კი ორი მოქალაქე იმყოფება,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
„ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებმა კარანტინში გადაყვანაზე თავდაპირველად უარი განაცხადეს. სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ კი მეუღლე და შვილი „სპა ლეგენდში“ არიან გადაყვანილი“, – განაცხადა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, პაციენტი, რომელსაც ქუთაისში ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.