წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან ხანძარია. ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს, ეკალბარდებსა და ბუჩქებს უკიდია.
შემთხვევის ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ცოცხალი ძალის მეშვეობით მიმდინარეობს.
„ცეცხლის ქრობის პროცესი საღამოს დაიწყო, მთელი ღამე ადგილზე იყვნენ ჯგუფები და მიმდინარეობდა მონიტორინგი, რათა ხანძარი არ გავრცელებულიყო. დილიდან კი სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა,”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.