წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქეა მოთავსებული
წყალტუბოში, სასტუმროში „ლეგენდა“ იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი სანატორიუმში საკარანტინო ზონაში გუშინ ღამით შეიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგაძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ.
მისივე ინფორმაციით, მათი იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება. მათ უტარდებათ პერიოდული შემოწმება და ხდება მათი ინფორმირებულობა. სასტუმროში მოთავსებულებზე დაკვირვებას სამედიცონო პერსონალი მოახდენს.