„ოლიმპიკის“ საწყლოსნო კომპლექსში გაიხსნა საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში.
სწაყის ტურში ფავორიტმა „დინამომ“ სტატუსი გაამართლა – დამაჯერებლად დაამარცხა „ლაგუნა ვერე“ (25:8). შეგახსენებთ, რომ დინამოელები საქართველოს ნაკრების წყალბურთელებით არიან დაკომპლექტებულები და ასეთი სხვაობა გასაკვირი სულაც არ არის.
„თბილისისა“ და „სპორტმენეჯმენტის“ დაპირისპირება გაცილებით დაძაბული გამოდგა. მატჩი ისე დასრულდა, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 10:10.