თბილისის „დინამო“ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია
თბილისის „დინამო“ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია

თბილისის „დინამო“ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია – ოქროს მედლებისთვის შეხვედრაში თბილისის „დინამო“ „თბილისს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 16:9 დაამარცხა.

პირველი ტაიმი „თბილისმა“ ანგარიშით 3:2 მოიგო. „დინამომ“ მდგომარეობა მეორე ნახევარში გამოასწორა, ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ შვიდბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ 11 აგვისტოს განახლდა – დასკვნით ტურში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მესამე ადგილზე „არენა“ გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში „სპორტმენეჯმენტი“ ანგარიშით 12:11 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ 22 ნოემბრიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისელებმა უმასპინძლონ, რადგან საქართველოში კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი