თბილისის „დინამო“ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია – ოქროს მედლებისთვის შეხვედრაში თბილისის „დინამო“ „თბილისს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 16:9 დაამარცხა.
პირველი ტაიმი „თბილისმა“ ანგარიშით 3:2 მოიგო. „დინამომ“ მდგომარეობა მეორე ნახევარში გამოასწორა, ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ შვიდბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ 11 აგვისტოს განახლდა – დასკვნით ტურში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მესამე ადგილზე „არენა“ გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში „სპორტმენეჯმენტი“ ანგარიშით 12:11 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ 22 ნოემბრიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისელებმა უმასპინძლონ, რადგან საქართველოში კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი