საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია – ფინალი 5 დეკემბერს თბილისში გაიმართება #1TVSPORT

15:32, 23.10.2024

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„სპაერი“ – „გაგრა“

„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“ (ფოთი)

ნახევარფინალური შეხვედრები 5 ნოემბერს პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე გაიმართება.

ცნობილი გახდა ფინალური მატჩის თარიღიც – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 5 დეკემბერს უმასპინძლებს.

მსგავსი