საქართველოს თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - ფინალი 5 დეკემბერს თბილისში გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„სპაერი“ – „გაგრა“
„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“ (ფოთი)
ნახევარფინალური შეხვედრები 5 ნოემბერს პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე გაიმართება.
ცნობილი გახდა ფინალური მატჩის თარიღიც – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 5 დეკემბერს უმასპინძლებს.