მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, გაირკვა კიდევ სამი ჩოგბურთელი, რომლებიც ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებენ.
ეს მოთამაშეები არიან – ჩეხი პეტრა კვიტოვა, იაპონელი ნაომი ოსაკა და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. ახლა, უკვე ცნობილია ხუთი ჩოგბურთელი, რომლებსაც წლის დასკვნითი ტურნირის საგზური მოპოვებული აქვთ. მანამდე იგივე რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა შეძლეს.
წლის შემაჯამებელი ტურნირი 21-28 ოქტომბერს, სინგაპურში გაიმართება. მასში მონაწილეობას, სეზონის რეიტინგის პირველი რვა ჩოგბურთელი მიიღებს.