WTA-მ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს – მარტინა ნავრატილოვას, ოფიციალურ ტვიტერზე დაბადების დღე მიულოცა.
„დროა მივულოცოთ WTA-ს ნამდვილ ლეგენდას. დაბადების დღეს გილოცავთ მარტინა“ – წერს WTA-ს ოფიციალური გვერდი.
დიდი სლემის 18-გზის გამარჯვებულს დღეს 62 წელი შეუსრულდა. ნავრატილოვამ კარიერა 1995 წელს დაასრულა, 2001-2006 წლებში იგი გამოდიოდა წყვილებში და მიქსში.