წოდორეთის ტყეში ხანძარია
წოდორეთის ტყეში ხანძარია

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წოდორეთში, მთაზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მთაზე ცეცხლი ბალახსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

ადგილზე ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.