წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს [ვიდეო]
თბილისში მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ტაძრის მსახურმა, პაატა გელოვანმა განუცხადა, ეკლესია 20 აპრილამდე იქნება დახურული.
„სადეზინფექციო სამუშაოები ამჟამად ტარდება ეკლესიაში. 20 აპრილამდე ყველა მსახური მივდივართ თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ტაძარი დახურული იქნება აღდგომის დღესასწაულზეც“, – განაცხადა ტაძრის მსახურმა პაატა გელოვანმა.
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი სწორედ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია. კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.