კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული

სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის გუშინ შეიყვანეს კლინიკაში, აღენიშნებოდა ხველა და მაღალი ტემპერატურა.

„სასულიერო პირისთვის კოვიდ-19-ის დიაგნოზი დადასტურებულია. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი გადაედო დისგან, რომელიც არის მედდა. არ ვიცი, რომელს რომლისგან გადაედო. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს. ოჯახიდან კლინიკაში სულ სამი წევრია მოთავსებული. ოჯახის რომელი წევრია წყარო, ჯერ არ ვიცით. ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური მიხედავს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.