მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ჩამოიტანა. წმინდა ცეცხლი ეკლესიებში გადანაწილდება, მას ასევე მიიტანენ სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი 7 აპრილს შესრულდა.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებოდნენ.