ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სათამაშოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს და დანერგავს.
რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობას, როგორც იმპორტისას, ისე რეალიზაციის ადგილებში დაიწყებს.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, ზედამხედველობა მოხდება დოკუმენტური და ფიზიკური კონტროლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ნიმუშების აღება და აკრედიტირებულ ლაბორატორიებში პროდუქტის, როგორც ქიმიური, ისე ფიზიკური/მექანიკური თვისებების შემოწმება.