„ბავშვთა პარფიუმერიასა და სათამაშოებში არსებული მავნე ნივთიერებები ორგანიზმში წლების განმავლობაში გროვდება“
„ბავშვთა პარფიუმერიასა და სათამაშოებში არსებული მავნე ნივთიერებები ორგანიზმში წლების განმავლობაში გროვდება“

ბავშვთა პარფიუმერიასა და სათამაშოებში არსებული მავნე ნივთიერებები ორგანიზმში წლების განმავლობაში გროვდება და სადღაც იფეთქებს, – განაცხადა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, თამარ გობეჯიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„რაც შეეხება სურსათს, მისი მოხმარებისას ორგანიზმს რეაქცია აქვს და გამოვლენა მომენტალურად ხდება, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. დღესდღეობით მიდის საუბარი, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სურსათიდან გამომდინარეობს, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს საკვები იყოს. ძალიან ბევრი საკითხია, რაც ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ, შესწავლილი არ არის და სამწუხაროდ, ამაზე არც არავინ არ ფიქრობს“, – განაცხადა გობეჯიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ბავშვის სათამაშოების კვლევა 2017 წლის დასაწყისში ჩაატარა და 44 სათამაშოდან 20–ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა. 

„ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა და სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს. შეგვპირდნენ, რომ 2019 წლიდან რაღაც გარკვეული სტრუქტურა ამოქმედდება, ნორმატიული ბაზა შეიქმნება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბავშვთა კვებას, ჰიგიენურ საშუალებებსა და პაფიუმერიას, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საუბარი არ მიდის“, – განაცხადა თამარ გობეჯიშვილმა.

დატოვე კომენტარი