დუშეთის რაიონში 9 მარტს 25 წლის გიგი გეგეჭკორი გაუჩინარდა. გეგეჭკორი ახლობლების ინფორმაციით, წითელსოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.
მეგობრები აცხადებენ, რომ დაინახეს, როგორ ჩაუჯდა გიგი გეგეჭკორი უცნობ პირს მანქანაში წითელსოფლის გადასახვევთან და დუშეთის მიმართულებით წავიდა.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
უწყების ცნობით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, იკითხება გიგი გეგეჭკორის მეგობრები და ის პირები, ვინც გაუჩინარებული მამაკაცი ბოლოს ნახა.