გუდაურისკენ მიმავალ გზაზე, წითელსოფელში ათეულობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული
გუდაურისკენ მიმავალ გზაზე, წითელსოფელში ათეულობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული

გუდაურისკენ მიმავალ გზაზე, წითელსოფელში ათეულობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც მძღოლები აცხადებენ, უკვე ოთხ საათზე მეტია, გაჩერებული არიან და ელოდებიან, როდის მისცემენ გადაადგილების უფლებას.

მათვე ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი უამინდობაა. სატვირთო ავტომობილები ვლადიკავკაზის გავლით, რუსეთში ტვირთის ჩასატანად მიდიან. მძღოლებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ გადაადგილებას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.