გიგი უგულავა - მთავრობა რომ კოვიდპანდემიას ვერ უმკლავდება, დღეს ამას კამათიც აღარ სჭირდება
გიგი უგულავა - მთავრობა რომ კოვიდპანდემიას ვერ უმკლავდება, დღეს ამას კამათიც აღარ სჭირდება

ავთანდილ თალაკვაძე რას უმკლავდება, არ ვიცი, მაგრამ ეს მთავრობა რომ კოვიდპანდემიას ვერ უმკლავდება, დღეს მგონი, ამას კამათიც აღარ სჭირდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ავთანდილ თალაკვაძის მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

„იმთავითვე ნეპოტისტური გადაწყვეტილება იყო და თუ იჩხუბეს ერთმანეთში, მათი საქმეა. ავთანდილ თალაკვაძე რას უმკლავდება, არ ვიცი, მაგრამ ეს მთავრობა რომ კოვიდპანდემიას ვერ უმკლავდება, დღეს მგონი, ამას კამათიც აღარ სჭირდება და ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში სახელმწიფო არ მოემზადა და ტრაბახის მეტი არაფერი უკეთებიათ. აქ თალაკვაძეს რული რამდენია, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ნაკლებად არის ალბათ, უფრო ეს გახარიას ეხება, მინისტრს და ეხება იმ მუშკეტერებად წოდებულ ხალხს, რომლებმაც ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები აკეთეს იმის ნაცვლად, რომ მომზადებულიყო ქვეყანა ამ კატასტროფისთვის, რაშიც სამწუხაროდ აღმოვჩნდით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დატოვე კომენტარი