წინასწარი შედეგების მიხედვით, ბელგრადში საქალაქო საბჭოს არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს
წინასწარი შედეგების მიხედვით, ბელგრადში საქალაქო საბჭოს არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

ბელგრადში საქალაქო საბჭოს არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, სერბეთის მმართველი პარტია იმარჯვებს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოკითხვის ცენტრის, CESID-ის მიერ ხმების წინასწარი დათვლის თანახმად, ალიანსმა, რომელსაც ხელმძღვანელობს სერბეთის პროგრესული პარტია, დედაქალაქში ხმების 52,9% მოიპოვა. მეორე ადგილზე 17,2%-ით გავიდა მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობა Kreni-Promeni, რომელსაც ხელმძღვანელობს სავო მანოილოვიჩი. მემარცხენე მწვანე Biram Beograd-ი კი მესამე ადგილზე, ხმათა 12,5%-ით გავიდა.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მის პარტიას ბელგრადის მერიაში 110-ადგილიანი უმრავლესობა ექნება.

„ეს წარმოუდგენელი გამარჯვებაა“,- აღნიშნა ვუჩიჩმა.

28 თებერვალს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ სერბეთში შარშან ჩატარებულ არჩევნებზე დემოკრატიული სტანდარტების არაერთი დარღვევა გამოვლინდა. რის შემდეგაც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეუთო-ს დამკვირვებელთა დასკვნა გასათვალისწინებელია და ბელგრადში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.