„როიტერი“ - სერბეთში აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მსვლელობა გამართეს
„როიტერი“ - სერბეთში აქციის მონაწილეები ცესკო-ს შენობასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მსვლელობა გამართეს

სერბეთის დედაქალაქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მიმდინარე თვეში ჩატარებული არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მსვლელობით პოლიციის მთავარ სამმართველოსკენ გაემართნენ.

მანამდე, ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 38 პირი დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას რვა პოლიციელი დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა მერიის მთავარ შესასვლელთან მინები ჩაამსხვრიეს, ხოლო ამის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რვა დაჭრილი პოლიციელიდან ორმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს.

ბელგრადში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს.