წინასწარი შედეგების მიხედვით, არგენტინაში საყოველთაო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
წინასწარი შედეგების მიხედვით, არგენტინაში საყოველთაო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არგენტინის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.  „სიენენის“ ინფორმაციით, არგენტინის საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, უბნებზე 75 პროცენტზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებში მონაწილეობა 25 მილიონზე მეტმა არგენტინელმა მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების 90 პროცენტი, რომლის უმეტესობაც, 36 პროცენტი მმართველი პარტიის კანდიდატმა, სერხიო მასამ მიიღო. ხავიერ მილემ ხმების 30% მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი პატრისია ბულრიხმა დაიკავა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას დამარცხება აღიარა.

ამ მონაცემების მიხედვით, დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება.

პრეზიდენტთან ერთად, მოქალაქეები ასევე ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული კონგრესის წევრებს, პროვინციების გუბერნატორებს, კონკრეტულად, ქვედა პალატის 130 წარმომადგენელს და 24 ეროვნულ სენატორს.