ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ დარგობრივმა კომისიებმა თითოეულ დარგში 2017 წლის „წინანდლის პრემიის“ 3-3 ნომინანტი გამოავლინეს:
თეატრალური ხელოვნება: მარიამ გაგლოშვილი, ქეთევან გიორგაძე, გურამ მაცხონაშვილი.
კინოხელოვნება: გიგა ბაინდურაშვილი, გიორგი თავართქილაძე, ბაქარ ჩერქეზიშვილი.
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ზურა აბაშიძე, მარი ბექაური, ცოტნე ცხვედიანი.
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): როინ აბუსელიძე, ნინი ელიაშვილი, გიორგი შონია.
მუსიკა: კახი სოლომნიშვილი, ირმა გიგანი, ალექსანდრე კორძაია (Kordz).
სახვითი ხელოვნება: გიორგი ვარდიაშვილი, ლუკა ცეცხლაძე, გვანცა ჯიშკარიანი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მანუჩარ გვარამია, ეკა გურგენაშვილი, ომარ ჩალიგავა/ანა ქვლივიძე/ტოლხა შეთეკაური.
ჰუმანიტარული მეცნიერებები: შოთა მათითაშვილი, ნინო ტაბეშაძე, ნათია ჯანგულაშვილი.
„2017 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 11 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.
წინანდლის პრემია 1998 წელს დაარსდა და წელს მეშვიდედ გაიცემა.