„ოქროს გლობუსის“ ნომინანტების დასახელებას მაყურებელი 1tv.ge-ზე იხილავს
„ოქროს გლობუსის“ ნომინანტების დასახელებას მაყურებელი 1tv.ge-ზე იხილავს

„ოქროს გლობუსის“  ნომინანტების დასახელებას პირველი არხის ვებგვერდი დღეს პირდაპირ ეთერში გააშუქებს.

ნომინანტებში მოხვედრის შანსი აქვს ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ფილმს „ნამე“.  „ნამე“ კონკურენციას მსოფლიოს 90-მდე რეჟისორის ნამუშევარს გაუწევს. მოხვდება თუ არა „ნამე“ ნომინანტთა შორის, ამას მაყურებელი დღეს გაიგებს.

ნომინანტთა გამოცხადებას  მაყურებელი 1tv.ge –ზე თბილისის დროით 17:00 სთ-დან იხილავს.

„ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოების ცერემონია კი, 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება. წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კინომოვლენას პირველი არხი პირდაპირ ეთერში გააშუქებს. ღონისძიებას ტრადიციულად, ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს.

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის უფლება პირველმა არხმა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად  შეიძინა.