„გრემის“ ნომინანტების გამოცხადება ორი დღით გადაიდო

10:44, 04.12.2018

მუსიკალური პრემია „გრემის“ ნომინანტების დასახელება ორი დღით გადაიდო.

ნომინანტების ვინაობა 5 დეკემბრის ნაცვლად 7 დეკემბერს გახდება ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ variety ავრცელებს.   მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალება გახდა.

აშშ-ის ექსპრეზიდენტი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი