სოფელ წინანდალსა და კისისხევში სეტყვა მოვიდა. სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილი დააზიანა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მოსავლის 10% დაზიანებულია.
„ადგილზე უკვე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და ზარალის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ადგილზე არკვევენ“, – განუცხადა პირველ არხს ნარეკლიშვილმა.
წელს კახეთში ეს სეტყვის პირველი შემთხვევაა.